ოთარ შამუგია: პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების პროცესში, ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი დოკუმენტია პრემიერის ინიციატივით შემუშავებული „ხედვა 2030 – საქართველოს განვითარების სტრატეგია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისასპრემიერის ინიციატივით შემუშავებული დოკუმენტის „ხედვა 2030 – საქართველოს განვითარების სტრატეგია“ მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების პროცესში, ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი დოკუმენტია პრემიერის ინიციატივით შემუშავებული „ხედვა 2030 – საქართველოს განვითარების სტრატეგია“. აღნიშნული დოკუმენტის მიხედვით, გატარებულმა პოლიტიკამ 2030 წლისათვის უნდა უზრუნველყოს 30 მილიარდი ლარის ღირებულების აგროსასურსათოპროდუქციის გამოშვება და 3 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი“, – აღნიშნა ოთარ შამუგიამ.

Back to top button