ბათუმის ისტორიულ ნაწილში ურბანული ძეგლების რეაბილიტაცია გრძელდება

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით გრძელდება ქალაქ ბათუმის ისტორიულ ნაწილში ურბანული ძეგლების რეაბილიტაცია. ამ ეტაპზე 26 მაისის ქ.N37 -ში არსებული ძეგლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტი ითვალისწინებს საცხოვრებელი სახლის სახურავისა და ფასადის რეაბილიტაციას.

მთლიანად შეიცვლება სახურავი, რეაბილიტაცია ჩაუტარდება შენობის ფასადს, კერძოდ: მოხდება ფასადზე დაზიანებული და ჩამოვარდნილი ნაწილების აღდგენა/დამუშავება, შეიცვლება არსებული კარები და ფანჯრები, აღდგება კიბეები.

პარალელურად სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს რუსთაველის ქ N7-ში არსებული ძეგლის, რომელიც ერთ- ერთი გამორჩეული შენობაა თავისი მასშტაბითა და ფასადის არქიტექტურული გაფორმებით.

აღნიშნული ურბანული ძეგლების რესტავრირებისთვის დაიხარჯება: 426 000 ლარი.

Back to top button