იანვარ-აპრილში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 21.9 პროცენტით გაიზარდა

მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 6 493.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 21.9 პროცენტით მეტია.

საქსტატის ინფორმაციით, აქედან ექსპორტი 1 962.2 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (გაიზარდა 23.6 პროცენტით), ხოლო იმპორტი 4 531.0 მლნ. აშშ დოლარს (გაიზარდა 21.2 პროცენტით).

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2023 წლის იანვარაპრილში, 2 568.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.6 პროცენტია.

Back to top button