
„ქართული ოცნების“ თბილისის კონფერენციაზე სამგორის, გლდანისა და მთაწმინდის პარტიული ორგანიზაციების ხელმძღვანელები და ბიუროს წევრები აირჩიეს.
„ქართული ოცნების“ სამგორის პარტიულ ორგანიზაციას კახა სამხარაძე უხელმძღვანელებს; გლდანის პარტიულ ორგანიზაციას – კოტე ზარნაძე;მთაწმინდის პარტიულ ორგანიზაციას – დავით კირკიტაძე; კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ, აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ. კონფერენციებს ესწრებოდა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძეც.
პარტიული კონფერენციები მომდევნო კვირას სამცხე-ჯავახეთში გაიმართება.