გონიო-აფსაროსის ექპედიციაში VI-VII საუკუნის ბიზანტიური პერიოდის ამფორები აღმოჩნდა!

გონიო-აფსაროსის ციხესიმაგრის ჩრდილოეთ მონაკვეთში არქეოლოგიური გათხრები განახლდა!

ბიზანტიურ ფენაში გამოვლინდა ორი სრულყოფილი, ხოლო ერთი დაზიანებული ამფორა.

ამავე კულტურულ ფენაში სხვადასხვა ტიპის სამზარეულო, საამშენებლო თუ სატრანსპორტო ჭურჭლის ფრაგმენტები აღმოჩნდა. ისინი VI-VII საუკუნეებით თარიღდება.

ექსპედიციას აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს კვლევითი ცენტრის დირექტორი შოთა მამულაძე და მეცნიერ-თანამშრომელი თორნიკე მამისეიშვილი ხელმძღვანელობენ.

Back to top button