„ქართული ოცნების“ ასპინძის ორგანიზაციის ხელმძღვანელად როსტომ მაგრაქველიძე აირჩიეს

„ქართული ოცნების“ ასპინძის ორგანიზაციას ასპინძის მუნიციპალიტეტის მერი, როსტომ მაგრაქველიძე უხელმძღვანელებს.

ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე და ბიუროს წევრები დღეს, ასპინძაში გამართულ კონფერენციაზე აირჩიეს.

დღესვე, კონფერენციები გაიმართება ახალქალაქსა და ნინოწმინდაში.

Back to top button