გია აბაშიძე სალომე ზურაბიშვილს: თქვენი მარგინალური ნაცგზავნილები სხვა ფორმატში გაავრცელეთ

ქალბატონო პრეზიდენტო, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებაა და არა სატელევიზიო პოლიტიკური თოქ-შოუ! – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე წარმოთქმულ სიტყვას.

აბაშიძის თქმით, პრეზიდენტის გზავნილები არაადეკვატური იყო და არა საზეიმო ღონისძიებისთვის, არამედ პოლიტიკური თოქ-შოუსთვის იყო შესაბამისი.

“ქალბატონო პრეზიდენტო, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებაა და არა სატელევიზიო პოლიტიკური თოქ-შოუ! თქვენი მარგინალური ნაცგზავნილები სხვა ფორმატში გაავრცელეთ! კიდევ ერთი არაადეკვატურობა ბოღმებისა და კომპლექსების ვრცელი ბუკეტიდან. სირცხვილი!” – წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

Back to top button