ComCom-ის მედიალაბში სემინარი “სტარტაპის დაწყება” ჩატარდა

კომუნიკაციების კომისიის მედიალაბში, დამწყები და მომავალი სტარტაპერებისთვის სემინარი “სტარტაპის დაწყება” ჩატარდა. შეხვედრას იურისტი გეგა აბაშიძე გაუძღვა და მონაწილეებს სტარტაპის დაფუძნების სამართლებრივი და იურიდიული საკითხების შესახებ, საერთაშორისო ბაზარზე მიღებული გამოცდილება გაუზიარა.

შეხვედრაზე განხილული იყო კომპანიის დაარსების პროცედურა საქართველოში, მისი გადატანის გზები ამერიკის ბაზარზე, სტარტაპისთვის საჭირო სამართლებრივი საკითხები, ინვესტიციის მოზიდვისას გასათვალისწინებელი იურიდიული ასპექტები და სხვა მნიშვნელოვანი თემები.

შეგახსენებთ, რომ მედიალაბი სტარტაპერების მხარდასაჭერად უკვე მეხუთე წელია ლექციებსა და სემინარებს ატარებს.

Back to top button