ლანჩხუთში სოფელ შუხუთიდან გაგურამდე მისასვლელი 8 კმ გზის რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა

რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან აკეთის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ შუხუთიდან გაგურამდე მისასვლელი 8 კმ გზის რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა.

პროექტის ღირებულება, რომელსაც კომპანია ,,ახალი გზა” ახორციელებს, ჯამში 4 108 888 ლარს შეადგენს.

მიმდინარე სამუშაოები ლანჩხუთის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა მოადგილე თორნიკე ტიკაზესთან და  ადგილობრივი ხელისუფლების  წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

Back to top button