
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე, ამიერკავკასიაში პირველად, პროფესიული განათლების მიმართულებით ახალი ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა „პროფესიულ განათლება და ადამიანური რესურსების განვითარება“ და სადოქტორო პროგრამა „პროფესიული განათლება“ამოქმედდა.
პროგრამები პროფესიული განათლების მიმართულებით მკვლევრების მომზადებაზეა ორიენტირებული.
ღონისძიებას თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე, თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორები, სტუდენტები, გერმანელი სპეციალისტები ესწრებოდნენ.
პროგრამები შექმნილია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ,,კერძო სექტორის განვითარება და პროფესიული განათლება სამხრეთ კავკასიაში“ და მაგდებურგის ოტო-ფონ-გერიკის უნივერსიტეტის „პროფესიული განათლება და შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოში“ (VoCasian) პროექტების მხარდაჭერით.