შალვა პაპუაშვილის განცხადებით, რუსეთთან სავიზო რეჟიმის შემოღება სანქციის დაწესებას ნიშნავს და „საქართველო არ აპირებს ორმხრივი სანქციის შემოღებას“

არ ვაპირებთ სავიზო რეჟიმის საკითხის გადახედვას, იქიდან გამომდინარე, რომ სავიზო რეჟიმის შემოღება ნიშნავს [რუსეთის მიმართ] სანქციის შემოღებას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო რუსეთის მიმართ ორმხრივი სანქციის შემოღებას არ აპირებს.

„რაც შეეხება სავიზო რეჟიმს – ამასთან დაკავშირებით ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ არ ვაპირებთ ამ საკითხის გადახედვას, იქიდან გამომდინარე, რომ სავიზო რეჟიმის შემოღება ნიშნავს სანქციის შემოღებას და საქართველო არ აპირებს ორმხრივი სანქციის შემოღებას,“ -განაცხადა პაპუაშვილმა.

Back to top button