აშშ-ის პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატი: უკრაინაში შეჭრა ნატოს გაფართოებამ განაპირობა

აშშ-ის პრეზიდენტობის რესპუბლიკელმა კანდიდატმა, ვივეკ რამასვამიმ ​NatSec Daily-ის განუცხადა, რომ ნატოს წევრობის გაფართოება არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი უკრაინაში შეიჭრა. ამის შესახებ Politico წერს.

„მე ვიცი, რომ თქვენ ეს არ უნდა თქვათ, მაგრამ ეს ფაქტია. ნატოს გაფართოება კატასტროფა იყო” – განაცხადა მან.

ამასთან, რამასვამიმ მოიყვანა მაგალითი იმისა, რომ რუსეთი საქართველოში შეიჭრა 2008 წელს, ალიანსის სამიტის შემდეგ, სადაც ითქვა, რომ ქვეყანა საბოლოოდ გახდებოდა ნატოს წევრი.

რამასვამი POLITICO-ს ჟურნალისტს მას შემდეგ ესაუბრა, როდესაც მან ABC News-ს განუცხადა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შეიძლება დაასრულოს რუსეთთან ბრძოლა „მნიშვნელოვანი დათმობებით”.

„პუტინი საბოლოო ჯამში, ყირიმით და დონბასის უმეტესი ნაწილით დაასრულებს”, – განაცხადა რამასვამიმ. გარდა ამისა, მისივე თქმით, ნატო უნდა დაჰპირდეს, რომ უკრაინა არ შეუერთდება ალიანსს და აშშ-მ უნდა აღადგინოს „სრული ეკონომიკური ურთიერთობები“ რუსეთთან. “ეს არის დიდი დათმობები”, – აღნიშნა მან.

Back to top button