„ქართული ოცნების“ კონფერენციაზე ყაზბეგისა და თიანეთის ორგანიზაციების თავმჯდომარეები და ბიუროს წევრები აირჩიეს

მცხეთა-მთიანეთის მხარეში „ქართული ოცნების“ პარტიული კონფერენციები, რომელზეც ადგილობრივი ორგანიზაციების თავმჯდომარეები და ბიუროს წევრები აირჩიეს, დასრულდა.

ყაზბეგის ორგანიზაციას ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით ქირიკაშვილი უხელმძღვანელებს;

თიანეთის ორგანიზაციას – თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან წიკლაური;

დუშეთის ორგანიზაციას – დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, კახაბერ ჩიტაური;

მცხეთის ორგანიზაციას – მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი, დიმიტრი ზურაბიშვილი. მცხეთა-მთიანეთის გარდა, „ქართული ოცნების“ კონფერენციები აჭარაში, სამცხე-ჯავახეთსა და თბილისში გაიმართა. ქვეყნის მასშტაბით, სულ 73 პარტიული კონფერენცია ჩატარდება.

Back to top button