გონიო-აფსაროსის ციხესიმაგრის ჩრდილოეთ ნაწილში ახალი არქეოლოგიური აღმოჩენები გაკეთდა

გრძელდება არქეოლოგიური ექსპედიცია გონიო-აფსაროსის ციხესიმაგრის ჩრდილოეთ ნაწილში.

არქეოლოგიური კვლევა-ძიების შედეგად გამოვლინდა მართკუთხა ფორმის ოთახი, სადაც იატაკქვეშა გათბობის სისტემაა (ჰიპოკაუსტი) გამართული. თიხის ფილების 5 სვეტი, აგურებით მოწყობილი იატაკი და საცეცხლური გვაფიქრებინებს, რომ ოთახი აბანოს ნაწილი უნდა ყოფილიყო.

ექსპედიციის ხელმძვანელია პროფესორი შოთა მამულაძე.

Back to top button