„ქართული ოცნების“ პარტიული კონფერენციები კახეთის რეგიონში გრძელდება. ყვარელში, ლაგოდეხსა და გურჯაანში დღეს გამართულ კონფერენციებზე ადგილობრივი ორგანიზაციების თავმჯდომარეები და ბიუროს წევრები აირჩიეს.
ყვარლის ორგანიზაციას ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი გივი ზაუტაშვილი უხელმძღვანელებს; ლაგოდეხის ორგანიზაციას – ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ივანე (ბაჩო) ხაჩიძე; გურჯაანის ორგანიზაციას – გურჯაანის საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილი. შაბათს პარტიული კონფერენციები გაიმართება დედოფლისწყაროში, სიღნაღსა და საგარეჯოში.