ირაკლი კობახიძე: ჩვენ გამოვხატავთ პატივისცემას ამერიკელი ხალხის , ამერიკის დამოუკიდებლობის დღის მიმართ, დეპუტატების მისვლა საელჩოში ბუნებრივია ამ პატივისცემის გამოხატულება იყო

„დეპუტატები იყვნენ , ჩვენ გამოვხატავთ პატივისცემას ამერიკელი ხალხის , ამერიკის დამოუკიდებლობის დღის მიმართ, დეპუტატების მისვლა საელჩოში ბუნებრივია ამ პატივისცემის გამოხატულება იყო“,- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა .

მისივე თქმით, ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას საპარლამენტო უმრავლესობიდან სოლიდარობის ნიშნად მხოლოდ რამდენიმე ლიდერი არ დაესწრო.

„დეპუტატები იყვნენ , რამდენიმე ლიდერი საპარლამენტო უმრავლესობიდან არ იყო მისული სოლიდარობის ნიშნად , კონსულტაციები გვქონდა, რა თქმა უნდა, დეპუტატები უნდა მისულიყვნენ. რა თქმა უნდა, რეაგირება სჭირდება კონკრეტული ჩინოსნის არასწორ ქმედებას, მაგრამ ჩვენ ბუნებრივია გამოვხატავთ პატივისცემას ამერიკელი ხალხის მიმართ , ამერიკის დამოუკიდებლობის დღის მიმართ , საელჩოს მიმართ. აქედან გამომდინარე დეპუტატების მისვლა საელჩოში ბუნებრივია ამ პატივისცემის გამოხატულება იყო“,- განცხადა ირაკლი კობახიძემ.

Back to top button