“როგორც ჩანს, ამ არჩევნებშიც სახალხო დამცველის ინსტიტუტის შემბღალავნი ნინო ლომჯარია და გია ბურჯანაძე, სააკაშვილის ქუჩის აქტივისტების ე.წ. ალტერნატიული საარჩევნო კომისიის” გვერდით დადგებიან”,– ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს:
“სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, რომ დესტრუქციული ოპოზიციის აქტორია და არა სახალხო დამცველი, საზოგადოებამ კარგად იცის. ერთ-ერთი მისი სამარცხვინო განცხადება სასამართლოს დასრულებამდე, სახელოვანი ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე – მინდა, ჩემი მხარდაჭერა გამოვუცხადო დაზარალებულ ქალს – იყო ტიპიური მარგინალი “ენჯეოშნიკის” ბაბუცა (პატარაიას) მსგავსი უპასუხიმგებლობა.
”სახელოვან ტრადიციას” არც ლომჯარიას მოადგილე, გია ბურჯანაძე ჩამორჩება და უაპელაციოდ აცხადებს: ამ ტიპის ტოტალური კონტროლის პირობებში ქვეყანაში არც არჩევნები იქნება რეალური და არც რამე სხვა – ეს არის საბჭოთა კავშირი!
როგორც ჩანს, ამ არჩევნებშიც სახალხო დამცველის ინსტიტუტის შემბღალავნი ნინო ლომჯარია და გია ბურჯანაძე, სააკაშვილის ქუჩის აქტივისტების ე.წ. ალტერნატიული საარჩევნო კომისიის” გვერდით დადგებიან. PVT-ს გამყალბებელ “სამართლიან არჩევნებსა” და “ნაცებისათვის” სასარგებლო ჭორების გამავრცელებელ ეკა გიგაურებზე ლაპარაკიც კი ზედმეტია.
თუმცა, სააკაშვილის მარიონეტების ნებისმიერ მარგინალურ ქმედებას თუ განცხადებას, ამომრჩეველი ყოველთვის საკადრისად უპასუხებს”.