ზაზა შათირიშვილი: შენ რომ პუტინის და პრიგოჟინის კონფლიქტში რომელიმე მხარეს იჭერ, უბრალოდ დებილი ხარ, არაფერი გესმის

პუტინსა და პრიგოჟინს შორის არანაირი განსხვავება არ არსებობს. შენ რომ პუტინის და პრიგოჟინის კონფლიქტში რომელიმე მხარეს იჭერ, უბრალოდ დებილი ხარ, შენ უბრალოდ არაფერი არ გესმის, ამის შესახებ ფილოსოფოსმა ზაზა შათირიშვილმა გადაცემაში “უცნობის კიდობანი” განაცხადა. როგორც შათირიშვილმა განმარტა, რუსეთში არ არსებობს ძალა, რომელიც ომის მხარეს არ არის, შესაბამისად, პუტინსა და პრიგოჟინს შორის, ამ კუთხით არანაირი განსხვავება არ არსებობს. მან ასევე ისაუბრა ქართველ და რუს ლიბერალებს შორის არსებულ განსხვავებაზე.

„რუსეთში არ არსებობს ძალა, სუბიექტი, რომელიც არ არის ომის მხარეს – ყველას ომი უნდა, ყველა არის ომის პარტია და შენ თუ ეს არ გესმის, აბსოლუტური პოლიტიკური დებილი ხარ.

პუტინსა და პრიგოჟინს შორის არანაირი განსხვავება არ არსებობს. შენ რომ პუტინის და პრიგოჟინის კონფლიქტში რომელიმე მხარეს იჭერ, უბრალოდ დებილი ხარ, შენ უბრალოდ არაფერი არ გესმის. ქართველი ლიბერალი არის დებილი და ეს არის ბედნიერება – ამან გადაგვარჩინა. ღმერთი არსებობს. რუსი ლიბერალი არის ჭკვიანი და ბოროტი, ქართველი ლიბერალი არის დებილი და ამიტომ ღმერთი არსებობს, ამან გადაგვარჩინა”, – განაცხადა ზაზა შათირიშვილმა.

Back to top button