28-30 ივლისს, ბათუმი რიგით მე-16 ჯაზ-ფესტივალს უმასპინძლებს

შავი ზღვის ჯაზფესტივალის დღეების აღსანიშნავად, 28 ივლისს, თიბისი კონცეპტის, Visa-ს და საქართველოს რკინიგზის პარტნიორობის ფარგლებში, გთავაზობთ ჯაზმატარებლით მომსახურებას, რომელიც თბილისიდან ბათუმში გამოგზაურებთ.

ჯაზმატარებელი თბილისიდან 28 ივლისს, 10:50 საათზე დაიძრება.

მატარებელში, მუსიკალურ გაფორმებაზე იზრუნებს SALIO.

მგზავრობისას გათვალისწინებულია:

– ლანჩბოქსი და ტკბილეულობა
– გამაგრილებელი სასმელი
– სახალისო აქტივობები და საჩუქრები

ჯაზმატარებელზე რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე:tkt.ge/JazzTrain

რეგისტრაციისთვის აუცილებელია ვალიდაციის გავლა თიბისი კონცეპტის ბარათითა და ფესტივალის ბილეთის უნიკალური კოდის მითითებით. ჯაზ მატარებლით მგზავრობა უფასოა.

6 წლამდ ებავშვებისთვის რეგისტრაცია შესაძლებელია მშობლის ჯაზფესტივალის ბილეთის უნიკალური კოდის მითითებით.

იჩქარეთ, ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.

Back to top button