რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარეში „ქართული ოცნების“ პარტიული კონფერენციები დაიწყო

„ქართული ოცნების“ პარტიული კონფერენციები რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარეში დაიწყო.

ლენტეხსა და ცაგერში დღეს გამართულ კონფერენციებზე ადგილობრივი ორგანიზაციების თავმჯდომარეები და ბიუროს წევრები აირჩიეს.

ლენტეხის ორგანიზაციას ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი გაზდელიანი უხელმძღვანელებს.

ცაგერის ორგანიზაციას – ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ჭაბუკი ჭაბუკიანი.

ხვალ, კონფერენციები გაიმართება ამბროლაურსა და ონში.

Back to top button