რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში „ქართული ოცნების“ პარტიული კონფერენციები დასრულდა

„ქართული ოცნების“ პარტიული კონფერენციები რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარეში დასრულდა. კონფერენციებზე ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარეები და ბიუროს წევრები აირჩიეს.

  • ამბროლაურის ორგანიზაციას ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი, ზვიად (დავით) მხეიძე უხელმძღვანელებს;
  • ონის ორგანიზაცას – ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ბაჩანა მარკოიშვილი;
  • ლენტეხის ორგანიზაციას – ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი გაზდელიანი;
  • ცაგერის ორგანიზაციას – ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ჭაბუკი ჭაბუკიანი.

ხვალ კონფერენციები გაიმართება დმანისში, ბოლნისსა და მარნეულში. “ქართული ოცნების” პარტიული კონფერენციები ასევე ჩატარდა თბილისში, აჭარაში, სამცხე-ჯავახეთში, შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, მცხეთა-მთიანეთსა და კახეთში.

Back to top button