„ქართული ოცნების“ პარტიული კონფერენციები ქვემო ქართლის რეგიონში დასრულდა. რუსთავში, გარდაბანში, წალკაში, თეთრიწყაროში, ბოლნისში, მარნეულსა და დმანისში ჩატარებულ კონფერენციებზე ადგილობრივი ორგანიზაციების თავმჯდომარეები და ბიუროს წევრები აირჩიეს.
- „ქართული ოცნების“ დმანისის ორგანიზაციას დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, კობა მურადაშვილი უხელმძღვანელებს;
- ბოლნისის ორგანიზაციას – ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი;
- მარნეულის ორგანიზაციას – მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ამირან გიორგაძე;
- წალკის ორგანიზაციას – წალკის მუნიციპალიტეტის მერი, ილია საბაძე;
- თეთრიწყაროს ორგანიზაციას – თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი წიკლაური;
- რუსთავის ორგანიზაციას – რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი, ნინო ლაცაბიძე;
- გარდაბნის ორგანიზაციას – გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი, დავით კარგარეთელი.
“ქართული ოცნების” პარტიული კონფერენციები უკვე ჩატარდა თბილისში, აჭარაში, სამცხე-ჯავახეთში, შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, მცხეთა-მთიანეთსა და კახეთში.