მეც არ ვიფიქრე რამ შეჰყარა ერთად ამდენი ურთიერთმოძულე პოლიტმოღვაწეები – გოგა ხაინდრავა კახეთში ოპოზიციის შეკრებაზე

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა, კახეთში ოპოზიციის წარმომადგენლების შეკრებას ეხმაურება, რომელსაც ოპოზიციონერების გარდა, ბიზნესმენი თემურ ჭყონია, მკვლევარები და ექსპერტებ ესწრებოდა და სადაც, მათი თქმით, სოციალურ საკითხებზე ისაუბრეს.

„მეც არ ვიფიქრე რამ შეჰყარა ერთად ამდენი ურთიერთმოძულე პოლიტმოღვაწეები – „ნაცები“, „ლელოები“, გახარიები და ა.შ. დეკანოიძემ ახსნა – ეროვნულ უმცირესობათა და სექსუალური განათლების სპეციალისტის თემურ ჭყონიას ორგანიზებულ სემინარზე შეყრილან. თანამოაზრის და პარტნიორის გვარამიას ხელდასხმით!“ – წერს ხაინდრავა ტვიტერზე.

Back to top button