კახა ოქრიაშვილი: მარგველაშვილი იყო და არის ის უიშვიათესი პოლიტიკოსი, ვინც უარი განაცხადა მონობაზე!

ბოლო ორი დღეა, ექსპრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილზე  რუსეთ-ივანიშვილის მონების ორკესტრირებული შეტევა მიმდინარეობს. მონები მონობაში გასამრჯელოს იღებენ და მათი დავალება ყველა იმ ადამიანის ავტორიტეტის შელახვაში გამოიხატება, ვინც მონობას არ დათანხმდა – ამის შესახებ პარტია “პროგრესი და თავისუფლება”-ს. ლიდრმა, კახა ოქრიაშვილმა განაცხადა.

“მარგველაშვილი იყო და არის ის უიშვიათესი პოლიტიკოსი, ვინც უარი განაცხადა მონობაზე!  ჰოდა ახლა დგანან კობახიძეები, კალაძეები და მსგავსი მონები და სიამოვნებით „აშავებენ“მარგველაშვილს, – თუ როგორ გაბედა მან, რომ იყოს მათზე უკეთესი და უარი თქვას პოლიტიკურ მონობაზე.

გავიმეორებ კლასიკოსებს: ნებისმიერი ხალხი იმსახურებს, ისეთ ხელისუფლებას, როგორიც ჰყავს, – ჰოდა, გამოდის, ქართველები ვიმსახურებთ მონურ ხელისუფლებას და თუარ ვიმსახურებთდა თუ არ ვართ  მონები, ეს უნდა დავამტკიცოთ შემდეგ არჩევნებზე!” – აცხადებს ოქრიაშვილი.

Back to top button