ფიჭვნარის არქეოლოგიური ექსპედიცია

ფიჭვნარის არქეოლოგიური საველე სამუშაოები განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, მინისტრის მოადგილე კაკო ძნელაძემ და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ზაურ ახვლედიანმა დაათვალიერეს და ადგილზე გაეცნენ მიმდინარე სამუშაოებს.

ექსპედიციამ საველე კვლევითი სამუშაოები ბერძნულ და კოლხურ სამაროვნებზე აწარმოა. სამუშაოების ბოლო ეტაპი ელინიზმის ეპოქის სამაროვნების შესწავლას დაეთმო.

აღმოჩნდა ადგილობრივი და იმპორტული კერამიკა. ასევე ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს სამკაულები. დიდი რაოდენობითააა წარმოდგენილი ეპოქისათვის დამახასიათებელი მინისა და მინისებური პასტის მძივები და მძივსაკიდები.

Back to top button