აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო გონიოს ციხეში გიწვევთ

2-3 სექტემბერს გონიოს ციხეში დაუვიწყარი და საინტერესო დღეები გელოდებათ.

ციხის ტერიტორიაზე გაცოცხლებული იქნება I-III საუკუნეების რომაელი ჯარისკაცების ყოველდღიური ცხოვრება.იხილეთ პროგრამა

2 სექტემბერი 16:00 – 22:00

ანტიკური თეატრალური ეტიუდები

რომაული საბრძოლო შეიარაღება

ბარბაროსების სამხედრო ბანაკი

რომაული ცეკვები

გაცოცხლებული ანტიკური ფრესკები

რომაული სამზარეული

გლადიატორთა ორთაბრძოლა

რომაული მითოლოგია

რომაული სამაგიდო თამაშები

ცეცხლოვანი შოუ

ქორეოგრაფიული სპექტაკლი: „ლეგენდა არგონავტებზე”

 

3 სექტემბერი 16:00-20:00

 

ბერძნულ – რომაული ჭიდაობა

მშვილდოსნობა

რომაული ცეკვები

ანტიკური თეატრალური ეტიუდები

რომაული სამზარეულო

კატაპულტები და საბრძოლო იარაღები

გაცოცხლებული ანტიკური ფრესკები

ბარბაროსების სამხედრო ბანაკი

რომაული სამაგიდო თამაშები

გლადიატორთა ორთაბრძოლა

თოჯინების ინტერაქციული თეატრი: „არგონავტები“

ასევე შეგეძლებათ , მონაწილეობა მიიღოთ რომაულ თამაშებში, საბრძოლო ხელოვნების მასტერკლასებში და ერთი დღით გახდეთ იმ ეპოქის მონაწილეები.

ფესტივალზე დასწრება თავისუფალია.

Back to top button