თეატრი სახელოსნო 42 მაყურებელს მალე უმასპინძლებს – სეზონის გენერალური სპონსორია SOLO

SOLO კულტურისა და ხელოვნების სფეროს მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმშიგანაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, SOLO ახალი თეატრი სახელოსნო 42-ის სეზონის გენერალური სპონსორია.

მსახიობებისთვის და რეჟისორებისთვის თვითგამოხატვის კიდევუფრო მეტი შესაძლებლობის შესაქმნელად, თეატრალური ხელოვნების განვითარების მხარდასაჭერად და ახალი თეატრალური გამოცდილების შესათავაზებლად, თეატრი სახელოსნო 42 მაყურებლისთვის კარს სულ მალე გახსნის.

თეატრის ხელმძღვანელი ლევან წულაძეა. თეატრი სახელოსნო 42-ის კონცეფციის თანახმად, თეატრი სრულიად დამოუკიდებელია და ის სხვადასხვა რეჟისორებსა თუ სამსახიობო დასებს უმასპინძლებს.

პირველი სპექტაკლი, რომლითაც თეატრი სახელოსნო42 მაყურებლის წინაშე წარდგება,„ოტელო“ იქნება. „ოტელოს“ პრემიერა 25 სექტემბერს შედგება.

სპექტაკლზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა უკვე დაიწყო. მათი შეძენა ონლაინ(biletebi.ge, tkt.ge) არის შესაძლებელი. საინტერესოა, რომახალი თეატრი, ახალი კონცეფციით მაყურებელს არატრადიციულ გარემოში – ყოფილი კოკა-კოლის ქარხნის ტერიტორიაზე უმასპინძლებს.

აღსანიშნავია, რომ SOLO | Visa ბარათით გადახდისას სპექტაკლზე დასასწრებ ბილეთებზე 20%-იანი ფასდაკლება მოქმედებს. მომავალ სპექტაკლებზე კი SOLO მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ, თეატრის ბილეთები წინასწარ შეიძინონ.

Back to top button