მამუკა მდინარაძე პრეზიდენტის იმპიჩმენტზე: ეს არის შემთხვევა, რომელსაც პროფესორები, აკადემიკოსები, ამ დარგში ყველაზე ავტორიტეტული პირები სახელმძღვანელოებში მაგალითებად მოიტანენ ხოლმე

ერთი საინტერესო დეტალი გავიხსენეთ, ბატონი ჯონი ხეცურიანის სახელმძღვანელოში ის მეცნიერულ დონეზე აღწერს, რა შემთხვევაშია შესაძლებელი, დადგეს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი. რამდენიმე წლის წინ დაწერილ სახელმძღვანელოში პირდაპირ ანალოგიურ მაგალითია მოტანილი, რა შემთხვევაში შეიძლება პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი დადგეს, – ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი განმარტებით, ჯონი ხეცურიანის წიგნში არსებული ჩანაწერის მიხედვით, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის ერთ-ერთი მიზეზია, მთავრობის თანხმობის გარეშე საგარეო ურთიერთობებთან დაკავშირებით წარმომადგენლობის განხორციელების მცდელობა. შესაბამისად, მდინარაძის თქმით, სალომე ზურაბიშვილის ქმედება იმპიჩმენტის პროცედურის დასაწყებად იმდენად კლასიკური და მარტივი მაგალითია, რომ ამის შესახებ იურისტრუდენციაში დავაც კი არ არსებობს.

“მსჯელობის მიხედვით, წიგნში ასეა მითითებული, ეს არის შემთხვევა, როდესაც მთავრობის თანხმობის გარეშე მან საგარეო ურთიერთობებთან დაკავშირებით წარმომადგენლობის განხორციელება სცადოს, ან ასეთი ჩაიდინოს. შესაბამისად, ეს არის “ქეისი”, ე.წ. შემთხვევა, რომელსაც სახელმძღვანელოებში შესაბამისი დარგის სპეციალისტები, პროფესორები, აკადემიკოსები, ამ დარგში ყველაზე ავტორიტეტული პირები მაგალითებად მოიტანენ-ხოლმე. ეს იმდენად კლასიკური და მარტივი მაგალითია, რომ სადავო კომპეტენციური დავაც კი არ ხდება. წარმოუდგენელია იმსჯელო, ეს არის თუ არა კონსტიტუციის დარღვევა, ამის სივრცე, იურისპრუდენციაში უბრალოდ არ არსებობს. აქედან გამომდინარე, თუ უდავოა იურისტების და შესაბამისად, საზოგადოებისთვის ის, რომ პრეზიდენტმა დაარღვია კონსტიტუცია, ბუნებრივია, ჩვენ მიერ ეს საკითხი სწორად იყო დასმული და იმპიჩმენტის საკითხის აღძვრაც აბსოლუტურად სამართლიანი და პოლიტიკურად სწორი იყო” – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Back to top button