მამუკა მდინარაძე: ვიოლა ფონ კრამონი არის იმ სისტემის ნაწილი, ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომელიც საქართველოში დაძაბულობის კერებს ქმნის თავისი განცხადებებით

ვიოლა ფონ კრამონი არის იმ სისტემის ნაწილი, ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომელიც საქართველოში დაძაბულობის კერებს ქმნის თავისი განცხადებებით – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის განცხადებას, იმის შესახებ, რომ „ქართველი ხალხი იმსახურებს ევროკავშირში ყოფნას, თუნდაც მათი ამჟამინდელი მთავრობა ამას არ იმსახურებდეს, დროა, ქართველი ხალხისგან სიგნალი მივიღოთ და ვიბრძოლოთ ევროპული მომავლისთვის.

მამუკა მდინარაძის თქმით, ვიოლა ფონ კრამონი გამოირჩევა აგრესიით საქართველოსა და მისი ხელისუფლების მიმართ და ჩართულია საქართველოსა და მისი ხელისუფლების პიარული გარუსების კამპანიაში.

„ვიოლა ფონ კრამონი არის იმ სისტემის ნაწილი, ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომელიც საქართველოში დაძაბულობის კერებს ქმნის თავისი განცხადებებით. ის არის იმ სულ რამდენიმე ჩვენს კოლეგას შორის, რომლებიც განსაკუთრებით გამოირჩევიან წარსულის ბნელი პარტიის მხარდაჭერით. ისინი არ არიან დავალების მიმცემები, ისინი თავად იღებენ იგივე წყაროებიდან დავალებებს, როგორ დავალებებსაც და ვისგანაც იღებენ ჩვენი ძვირფასი ოპონენტები საქართველოს პარლამენტში, გამოირჩევა აგრესიით საქართველოსა და მისი ხელისუფლების მიმართ და ჩართულია საქართველოსა და მისი ხელისუფლების პიარული გარუსების კამპანიაში. ბოლო დროის ეს ყველაზე მავნებლური კამპანია, მათ შორის ქალბატონი ვიოლას, როგორც ერთერთი შემსრულებლის ავტორობითაც გვევლინება ხოლმე“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Back to top button