თამთა მეგრელიშვილი: გიორგი ქადაგიძე იყო ადეიშვილის ხელის ბიჭი, „ნაცმოძრაობის“ პოლიტზონდერი, რომელიც კანონდარღვევით იბარებდა საჯარო მოსამსახურეებს და დაშინების გზით აიძულებდა არ შეერთებოდნენ „ქართულ ოცნებას“

„საოცარი ლუსტრაციის მოწმე გავხდით, საზოგადოებაში ეროვნული ბანკის რეპუტაციის შელახვის მიზნით გამართულ მარათონში რომან გოცირიძე დაწინაურდა სტატიით “ეროვნული ბანკის დაცემა, აღდგომა და დაცემა”. ამ სტატიაში ის მიმოიხილავს ეროვნული ბანკის ყოფილ ხელმძღვანელებს და განსაკუთრებულ ხოტბას ასხამს გიორგი ქადაგიძეს” – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი.

როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, რომან გოცირიძე ხოტბას ასხამს გიორგი ქადაგიძეს, რომლის მოღვაწეობის დროსაც რამოდენიმე კომერციულმა ბანკმა შეწყვიტა არსებობა მაგალითად, “ინტელექტბანკმა”, მის დროს ამუშავდა “ქართუ ბანკის” გაკოტრების სქემა.

„საოცარი ლუსტრაციის მოწმე გავხდით, საზოგადოებაში ეროვნული ბანკის რეპუტაციის შელახვის მიზნით გამართულ მარათონში რომან გოცირიძე დაწინაურდა სტატიით “ეროვნული ბანკის დაცემა, აღდგომა და დაცემა”.

ამ სტატიაში ის მიმოიხილავს ეროვნული ბანკის ყოფილ ხელმძღვანელებს და განსაკუთრებულ ხოტბას ასხამს გიორგი ქადაგიძეს.

დიახ, იმ გიორგი ქადაგიძეს, რომლის მოღვაწეობის დროსაც რამოდენიმე კომერციულმა ბანკმა შეწყვიტა არსებობა მაგალითად: “ინტელექტბანკმა”, “სტანდარტ ბანკმა”, მის დროს ამუშავდა “ქართუ ბანკის” გაკოტრების სქემა.

გიორგი ქადაგიძე იყო ზურაბ ადეიშვილის ხელის ბიჭი, “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური ზონდერი, რომელიც კანონის უხეში დარღვევით კანცელარიაში იბარებდა საჯარო სამსახურების თანამშრომლებს და დაშინების გზით აიძულებდა არ შეერთებოდნენ “ქართულ ოცნებას”.

ანუ, გიორგი ქადაგიძე იყო ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი და პოლიტიკურ აგიტაციას პირდაპირ ეწეოდა, რაც მისი გათავისუფლების უპირობო საფუძველს წარმოადგენდა!

ბატონო რომან, ეს გიორგი ქადაგიძეა მეტრი და ეტალონი ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის?!

მინაწერი: რომან გოცირიძევ, ისე თქვენ ის კაცი ხართ, საკუთარ თავს პრემიებს რომ უწერდით, ანუ არასამუშაო დღეებში საკუთარი ბრძანებით საკუთარ თავსვე იბარებდით სამსახურში და პრემიას უწერდით. ამაზე საუბრობს და ამაზე ქილიკობს ყველა, მათ შორის თქვენი ყოფილი თანაპარტიელები. ბატონო რომან, უხერხულობას ხომ არ გრძნობთ?! როგორ ბრძანდებით?!“ – წერს მეგრელიშვილი facebook – ზე.

Back to top button