მთავრობის მეთაურმა პრეზიდენტის იმპიჩმენტის და ასევე ქვეყნისთვის სტატუსის მინიჭების კავშირზე დასმულ კითხვებს უპასუხა. მისი თქმით გუნდი იძულებული იყო მოეხდინა რეაგირება, რადგან პრეზიდენტმა დემონსტრაციულად დაარღვია კონსტიტუცია.
“როცა ადამიანი არღვევს კონსტიტუციას და დაარღვევს კანონს, ამას პატარა ბავშვიც მიხვდება, რომ ნებისმიერ კანონდარღვევაზე რაღაცის გაფუჭებაზე, მით უმეტეს კონსტიტუციის დარღვევაზე რეაგირება არის ვალდებულება. ანუ ვალდებული, იძულებული ვიყავით ჩვენ, ჩვენი გუნდი რომ მოგვეხდინა რეაგირება, ფორმალური რეაგირება. იმიტომ რომ ადამიანმა დემონსტრაციულად დაარღვია კონსტიტუცია. რაც შეეხება სტატუსზე ასახვას, იმპიჩმენტზე ჩვენ ვთქვით ღიად რომ ეს არის ფორმალური პროცედურა. იცით რომ ჩვენ არ გვაქვს საკმარისი ხმები, მაგრამ ჩვენ ნდობა დაკარგული გვაქვს ამ ადამიანის მიმართ. გაუგებარია მისი ეს ქმედებები, მე არასოდეს იცით რომ ყოველთვის თავს ვიკავებდი მისი საჯარო კრიტიკისგან, მიუხედავად მისი არაერთგზის გაკეთებული საკმაოდ კრიტიკული განცხადებებისა. ახლა რაც შეეხება სტატუსს. რამდენად კავშირში არის სტატუსთან, საერთოდ გაუგებარი არის რატომ უნდა იყოს ამ ადამიანის მიერ კონსტიტუციის დარღვევა და შესაძლო კანონის დარღვევა სტატუსთან. მე ევროპელ ლიდერებს ვეუბნები ყველას ვუთხარი, რომ ამას არავითარი კავშირი არ აქვს ეს არის ფორმალობა აბსოლუტურად . მაგრამ ჩვენ ვიყავთ ვალდებული, რომ ამაზე რეაგირება მოგვეხდინა. ერთი რამ მინდა ვთქვა, მთავარი მინდა შეგახსენოთ ყველას ქალბატონი სალომე რომელი ქვეყანასაც წარმოადგენს საფრანგეთს წარმოადგენს და წარმოადგენდა ასე დავაკონკრეტებთ, ასე ვიტყვით იმიტომ, რომ რთული იქნება დღეს ამის თქმა. საფრანგეთის დარწმუნებაც კი ვერ შეძლო მან შარშან მაგალითად, გახსოვთ რომ ერთადერთი ვინც ჩვენი ქვეყნის მიმართ დასვა კითხვა გეოგრაფიის კონტექსტში, ჭრილში, იყო საფრანგეთის პრეზიდენტი. მანამდე გაგზავნილი მყავდა ქალბატონი სალომე და ამის შემდეგ მოხდა ძალიან სკეპტიკური განცხადების გაკეთება. ადამიანმა საკუთარი, მეორე სამშობლოს თუ პირველი სამშობლოს როგორც უნდა ისე გადაალაგოს დარწმუნება ვერ შეძლო იმაში რომ გეოგრაფია აქ აბსოლუტურად უადგილოა და ჩვენ ვართ ევროპული ოჯახის ბუნებრივი წევრი და ასეთ ვითარებაში მით უმეტეს ასეთი რთული გეოპოლიტიკის დროს გეოგრაფიაზე მინიშნება არის აბსოლუტურად გაუმართლებელი. სალომე ზურაბიშვილმა ეს ვერ მოახერხა, რომ დაერწმუნებინა” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.