“ზოგადად ლიბერალობა განსხვავებული აზრის შემწყნარებლობას გულისხმობს და ნამდვილი ლიბერალი ასეთი აზრის შეზღუდვის ან აკრძალვის ნაცვლად მხოლოდ არგუმენტირებულ უარყოფას შეეცდება. ჩვენი ე. წ. ლიბერალებისგან კი სულ უფრო ხშირად გაიგონებთ ასეთ მოწოდებებს: „მოვიკვეთოთ საზოგადოებიდან ის ადამიანები, ვინც ჩვენი აზრით, ეწინააღმდეგება ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას!“ -ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს.
კაკაბაძე თავის პოსტში ლიბარალიზმის და ნეოლიბერალიზმის საკითხს ეხება და აღნიშნავს, რომ როდესაც დღეს ვიღაც-ვიღაცეები ცდილობენ, რომ ლიბერალი ილია დროშად გაიხადონ და იდეურად თანამედროვე ქართველ ნეოლიბერალებთან გააიგივონ, ასეთების თავხედობის ან უვიცობის მიმართ მხოლოდ გაოცება შეიძლება გამოხატო.
მისი თქმით, ნეოლიბერალები ისევ ცდილობენ ქრისტიანობამდელი მორალის დაბრუნებას. როგორც ჩანს, ეს მუდმივი ბრძოლაა და ჩვენით არც იწყება და არც მთავრდება. ყველა დროში და ეპოქაში თითოეული ადამიანის თავისუფალი არჩევანია, ამ ბრძოლაში რომელ მხარეს იპოვის თავის ადგილს.
“ლიბერალიზმი და ნეოლიბერალიზმი დღეს მოდაშია ლიბერალად (ანუ თავისუფალ და თავისუფლების მოყვარულ ადამიანად) საკუთარი თავის პოზიციონირება და კონსერვატორების ჩამორჩენილებად,(გოიმებად) და პრორუსებად წარმოჩენა. თუმცა, ლიბერალად წარმოჩენილ დღევანდელ ქართველებს შორის ალბათ ძალიან ცოტა ვინმემ თუ იცის ლიბერალიზმის ნამდვილი არსი. როდესაც გრიგოლ ორბელიანი ილია ჭავჭავაძეს „ბურთივით მრგვალ ლიბერალს“ ეძახდა, გასაგები იყო, რომ ილიას თავისუფლებისმოყვარე იდეები მიუღებელი იყო „მამების თაობისთვის“, მაგრამ როდესაც დღეს ვიღაც-ვიღაცეები ცდილობენ, რომ ლიბერალი ილია დროშად გაიხადონ და იდეურად თანამედროვე ქართველ ნეოლიბერალებთან გააიგივონ, ასეთების თავხედობის ან უვიცობის მიმართ მხოლოდ გაოცება შეიძლება გამოხატო.
ყველამ იცის, რომ ზოგადად ლიბერალობა განსხვავებული აზრის შემწყნარებლობას გულისხმობს და ნამდვილი ლიბერალი ასეთი აზრის შეზღუდვის ან აკრძალვის ნაცვლად მხოლოდ არგუმენტირებულ უარყოფას შეეცდება. ჩვენი ე. წ. ლიბერალებისგან კი სულ უფრო ხშირად გაიგონებთ ასეთ მოწოდებებს: „მოვიკვეთოთ საზოგადოებიდან ის ადამიანები, ვინც ჩვენი აზრით, ეწინააღმდეგება ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას!“ „არ მივესალმოთ, ხელი არ ჩამოვართვათ ასეთ ადამიანებს, რათა მათ დაინახონ, რომ კეთროვანები არიან!“ „ასეთი ლექტორები არ შევუშვათ ლექციებზე და გავაძევოთ უნივერსიტეტებიდან!“ „მათ ფეხქვეშ მიწა უნდა იწვოდეს!“ „გამოვაცხადოთ ასეთი ადამიანების (ანუ საქართველოს მტრების) მისამართები და მათ საცხოვრებელ სახლებთან მოვუწყოთ ობსტრუქცია!“ „დავაბულინგოთ ასეთების შვილები, რათა შვილების საშუალებით მოვახდინოთ მათზე ზემოქმედება!“
ქართველი „ლიბერალები“ განსაკუთრებულად ებრძვიან მორწმუნე და ზნეობის დამცველ მოქალაქეებს. ამით ისინი მე-20 საუკუნის 20-30-იანი წლების „მებრძოლ უღმერთოთა კავშირის“ და სექსუალური თავისუფლებას მქადაგებელი კომკავშირლების იდეურ მემკვიდრეებად გვევლინებიან. ილიასეულ „მამულთან, ენასთან და სარწმუნოებასთან“ მათ მხოლოდ ის აკავშირებთ, რომ სამივეს წინააღმდეგ თავგამოდებით იბრძვიან. მათ მიერ ბარბარიზმებით დაბინძურებულ ენაზე რომ არაფერი ვთქვათ, ილიასეული „ჩვენი თავი ჩვენადვე უნდა გვეყუდნოდეს“ მათთვის სრულიად მიუღებელია, რადგან თუ „ახალი კრემლიდან“ (ვაშიგტონიდან ან ბრიუსელიდან) რაიმე ინსტრუქცია ან შენიშვნა გაისმა, ნეოლიბერალები მაშინვე ორ ფეხზე შემდგარი ლეკვებივით იწყებენ წკმუტუნს საკუთარი ხელისუფლების წინააღმდეგ, რათა უცხოელი პატრონები ასიამოვნონ და მათ ერთგულება დაუმტკიცონ. ამ ერთგულების დამტკიცების განსაკუთრებით დიდი ასპარეზია დღეს სექსუალური უმცირესობების დაცვა და ისინიც გაიძახიან: „ჩემი სხეული მე მეკუთვნის და სადაც მინდა, როცა მინდა და როგორც მინდა, ისე მოვიხმარ!“
„ვამხილოთ, ჩამორჩენილები და რუსოფილები ვუწოდოთ მათ, ვინც საქართველოში გეი აღლუმების მოწყობის წინააღმდეგია, სასწრაფოდ მოვიკვეთოთ საზოგადოებისგან ისინი“! მსოფლიოში გაბატონებული ნეოლიბერალები („ლიბერალური ფაშისტები“) სხვა ქვეყნებშიც ესწრაფვიან იმ ადამიანების საზოგადოებისგან მოკვეთას, ვინც ბედავს, რომ მათგან განსხვავებულ შეხედულებას გამოთქვამს სექსუალური უმცირესოებების მიმართ. მოკლედ, მათ საკუთარ დევიზად გაუხდიათ კომუნისტებისა და ფაშისტების ლოზუნგი – „ვინც ჩვენთან არ არის, ის ჩვენი მტერია!“ ხოლო მტერი, ბუნებრივია, უნდა გაანადგურო მორალურად, პოლიტიკურად და თუ საჭირო გახდება, ფიზიკურადაც. კონსერვატორები არც ზნეობას და მორალს ასწავლიან ვინმეს და არც საკუთარ მოსაზრებებს ახვევენ ძალით სხვებს. სწორედ ასეთები არიან თავისუფლების მოყვარული და თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანები, რომლებიც იბრძვიან ნეოლიბერალური ფაშიზმის წინააღმდეგ. რაც შეეხება ლგბტ პროპაგანდის და გეიაღლუმების თავისუფლების პრობლემას, „ჩემი სხეული მე მეკუთვნის და სადაც მინდა, როცა მინდა და როგორც მინდა, ისე მოვიხმარ“ და მსგავს ლოზუნგებს, უბრალოდ ყველას შევახსენებთ, რომ ეს სულაც არ არის ადამიანის თავისუფლების გაგების თანამედროვე ან ნოვატორული მიდგომა. ასეთი აღვირახსნილი თავისუფლება იყო რომის იმპერიაში, სადაც არც მამათმავლობა, არც ლესბოსელობა, არც ბისექსუალობა და არც ჯგუფური სექსი არ ითვლებოდა სირცხვილად.
პირიქით, ეს ძველი რომაელების ცხოვრების ყოველდღიური წესი იყო და სავარაუდოდ, ვინც ამას დაგმობდა, მას მაშინაც „ბნელად და ჩამორჩენილად“ აცხადებდნენ და აიძულებდნენ, საზოგადოებაში მიღებული „თავისუფალი“ ნორმებით ეცხოვრათ. სხვათა შორის, ისტორიკოსები რომის იმპერიის დაცემის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ზნეობის და მორალის დაცემას, სექსუალური ფანტაზიების საჯაროდ გამოვლენის დაკანონებას და უსაზღვრო აღვირახსნილობასაც ასახელებენ. ამას ჩვეულებრივ ამბად მიიჩნევდა მათი ღმერთების პანთეონიც.
მხოლოდ ქრისტიანობამ და შემდეგ სხვა მონოთეისტურმა რელიგიებმა აკრძალეს უზნეო ცხოვრების წესები და როდესაც ქრისტიანობის თუ სხვა რელიგიების წინააღმდეგ წარმართების ბრძოლა მიმდინარეობდა, ამ ბრძოლის მთავარი ფრონტის ხაზი სწორედ ზნეობაზე და მორალზე გადიოდა. დღეს კი ჩვენი ათეისტი ნეოლიბერალები ისევ ცდილობენ ქრისტიანობამდელი მორალის დაბრუნებას. როგორც ჩანს, ეს მუდმივი ბრძოლაა და ჩვენით არც იწყება და არც მთავრდება. ყველა დროში და ეპოქაში თითოეული ადამიანის თავისუფალი არჩევანია, ამ ბრძოლაში რომელ მხარეს იპოვის თავის ადგილს.”- წერს ნანა კაკაბაძე.