მამუკა მდინარაძე სალომე ზურაბიშვილზე: როდესაც ამბობს, რომ ფორმალურად ასრულებ სტატუსთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს, ბოდიშს უხდის გარდაცვლილი გმირების ოჯახებს მთავრობის პოლიტიკის გამო, მას მთავრობამ უნდა გადასცეს საკუთარი უფლებამოსილება რომ უცხოეთში საქართველოს პოზიცია წარმოადგინოს?

პარტია “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის და საქართველოს მთავრობის განსხვავებულ პოზიციებზე გადაცემაში “იმედი LIVE” ისაუბრა.

მდინარაძის განცხადებით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეზე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლამ კიდევ უფრო ნათლად წარმოაჩინა პრეზიდენტსა და მთავრობას შორის არსებული განსხვავებული შეხედულებები.

მისივე თქმით, პრეზიდენტის სხვადასხვა ქმედების და განცხადებების შემდეგ, აღარ უნდა გაჩნდეს კითხვა, თუ რატომ არ ანიჭებს მთავრობა მას საქართველოს პოზიციის საზღვარგარეთ წარმოდგენის უფლებამოსილებას.

“26-მა მაისმა იცით რა გამოაჩინა? საგარეო კურსთან დაკავშირებით პრეზიდენტის აბსოლუტურად აცდენილი წარმოდგენა თუ შეგნებულად გაკეთებული განცხადებები. წარმოიდგინეთ, რამდენად უხეში აქტია მისი მხრიდან, დამოუკიდებლობის დღეზე ბოდიშის მოხდა გარდაცვლილი გმირების და მისი ოჯახებისათვის მთავრობის პოლიტიკური კურსის გამო.

როდესაც უცხოეთში წასული პრეზიდენტი ამბობს, რომ შარშან არ გეკუთვნოდა [კანდიდატის სტატუსი], წელს არ გეკუთვნის, ფორმალურად და არარეალურად ასრულებ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს, ბოდიშს უხდის გარდაცვლილი გმირების ოჯახებს მთავრობის პოლიტიკის გამო, მას მთავრობამ უნდა გადასცეს საკუთარი უფლებამოსილება, რომ მის მაგივრად წარმოადგინოს უცხოეთში საქართველოს პოზიცია ?და რატომ არ აკეთებს ამას მთავრობა? რატომ გადალახა წითელი ხაზი, ეს კითხვა ისმება?” – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Back to top button