ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტში მონაწილე ლიდერების საპატივცემულოდ გამართულ ოფიციალურ სადილს დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის მონაწილე ლიდერებთან ერთად ქალაქ გრანადაში ალამბრას ისტორიულ ციხე-სიმაგრეს ეწვია.

ლიდერებს ესპანეთის სამეფოს მეფემ ფილიპე VI-მ და დედოფალმა უმასპინძლეს.

ევროპის პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტში მონაწილე ლიდერებმა ერთობლივი ფოტო გადაიღეს, რის შემდეგაც მათ საპატივცემულოდ ოფიციალური სადილი გაიმართა.

Back to top button