შეხვედრაზე, დეპუტატობის კანდიტატმა დევნილებს კახი კალაძის 4 წლიანი სამოქმედო გეგმა გააცნო. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სოციალურ პროექტებს რომელთა განხორციელებაც მომავალში იგეგმება.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, სწორედ ქართული ოცნების ხელისუფლების დროს გახდა შესაძლებელი, რომ დევნილებს თბილისში ახალ აშენებულ კორპუსებში მიეღოთ საკუთრებაში საცხოვრებელი ფართები, რაც მანამდე კანონმდებლობით იყო აკრძალული. ამის კარგი მაგალითია ე.წ. ჰუალინგის საცხოვრებელ კომპლექსში დაკმაყოფილებული 900-ზე მეტი ოჯახი.
ბოლო 4 წლის განმავლობაში არაერთ დევნილ ოჯახს დაუკანონდა მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ფართები და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.
შეხვედრაზე დევნილებმა მთავარ პრობლემად რეკრეაციული სივრცეების მოწყობისა და სკვერების მშენებლობის, სახურავების გადახურვის და სადარბაზოების კეთილმოწყობის საკითხი დააყენეს და როგორც კანდიდატმა აღნიშნა, ყველა ამ პრობლემის მოსაგვარებლად, არჩევის შემთხვევაში, ყველაფერს გააკეთებს რომ სამგორის რაიონის ბიუჯეტი გაიზარდოს.