ზურაბ ქადაგიძე: ელენე ხოშტარიამ და ზურაბ ჯაფარიძემ ვებგვერდი შექმნეს, mona.ge, რომელზეც ხელოვნურმა ინტელექტმა სიის პირველ ნომრად ხოშტარიას მამა ჩაწერა

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში პარტიების, „გირჩი – მეტი თავისუფლებისა“ და „დროას“ მიერ შექმნილ ვებგვერდ mona.ge-ს ეხმაურება, რომლის მიზანია რუსული გავლენების მქონე პირთა მხილება.

როგორც ზურაბ ქადაგიძე წერს, ელენე ხოშტარიას მიერ, რომლის მამაც, გოგი ხოშტარია, რუსეთისგან ხელფასს იღებს, მსგავსი ვებგვერდის შექმნა სასაცილოა.

„ელენე ხოშტარიამ და „სასტავმა“ ვებგვერდი შექმნეს, სადაც რუსული გავლენის პერსონები უნდა განათავსონ.

ჰოდა, ხელოვნურ ინტელექტს დაუკავშირეს პროგრამა, რომელმაც ავტომატურად, სიის პირველ ნომრად მამამისი, გოგია ხოშტარია ჩაწერა…

საიტი გათიშეს და სატესტო რეჟიმზე გადაუყვანიათ“, – წერს ზურაბ ქადაგიძე.

Back to top button