მიხეილ ყაველაშვილი: 2008 წლის შემდეგ ამერიკამ რუსეთთან დაიწყო დათბობის პოლიტიკა და საქართველოს მაშინდელ ხელისუფლებაში მოკალათებულმა აგენტურამ გახსნა საზღვრები, დაიწყო ტურისტების მიღება, ვიზების გაუქმება, სტრატეგიული ობიექტების გასხვისება..

რაზე აკეთებს საგარეო პოლიტიკის წარმოებისას აქცენტებს საქართველოს ხელისუფლება და როგორია მისი გზავნილები, ამ თემაზე „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა მიხეილ ყაველაშვილი მედიასთან ისაუბრა.

როგორც მან განაცხადა, მთავარი მიმართულებაა ევროკავშირის წევრობა, ოღონდ ღირსეული ფორმით.

„მე ახალა შევეცადე ამეხსნა რას ვაცხადებთ, რისი პოზიციონირება გვინდა ყველა მიმართულებით, ჩინეთი იქნება ეს, ევროკავშირი, თურქეთი თუ აშშ. ჩვენ პირველები ვიყავით და გავბედეთ კიდეც კრიტიკული წერილების გამოქვეყნება, იმიტომ, რომ დავინახეთ საშიშროება. ჩვენ არ გვინდა ორმაგი სტანდარტი, ჩვენ ვართ ღია და ღიად ვაცხადებთ რომ გვინდა ევროკავშირი, გვინდა მისი წევრობა, ოღონდ ღირსეულად. რაში მდგომარეობს ეს, მთავარია და ამას უნდა მივეჩვიოთ, ამაზე დგას ყველა ხელისუფლება, ეს არის საკუთარი ქვეყნის ინტერესის დაცვა. ამ გზაზე ვდგავართ ჩვენ და იმიტომაა „კრიახი“ რადიკალურ ოპოზიციაში. თვალნათელია, ისინი დავალების შემსრულებლები არიან,“ – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

მანვე აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის მეთაურის გზავნილი, რომ ქვეყანამ საკუთარი ინტერესეით უნდა იმოქმედოს, უნდა გახდეს ყველა პოლიტიკისის ამოსავალი.

„პრემიერის განცხადება, რომ „ვიმოქმედებ ისე, როგორც ჩემი ქვეყნის ინტერესია“ იყო უმთავრესი და ამ გზას უნდა დააგეს ყველა პოლიტიკოსი ხელისუფლებაში იქნება ის, თუ ოპოზიციაში. არც ერთმა მოქალაქემ არ უნდა მისცეს ხმა ისეთ კანდიდატს, რომელსაც ეს არ აქვს მთავარ მიზნად დასახული ქვეყნის ინტერესი. მოქალაქეების მხარდაჭერას უნდა გრძნობდე და უნდა გაუძლო ზეწოლას, რომელიც შენზე ხორციელდება, როცა მიგათრევენ სადღაც, გექაჩებიან და ჟარგონზე რომ ვთქვათ „გაწვებიან”.

როგორც კი გადავდგით ნაბიჯები, რომლებიც ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარეობდა, გამოჩნდა დაფასება. ჯერ იყო ალიევის ვიზიტი, ახლა ორბანის, პარალელურად შეხვედრები, რომლებიც ევროპაში გაიმართა და მათი შედეგები. დადგება დრო, რომ იმ ნაბიჯებით, რომლებიც ჩვენ გადავდგით, სამაგალითო გავხდებით, როგორც ქვეყანა, რომელიც იცავს თავის ინტერესებს. დაიწყო უკვე ევროპაში, მაგალითად პოლონეთში, უნგრეთში ისეთი ნაბიჯების გადადგმა, როცა ხელისუფლება ქვეყნის ინტერესებს იცავს, ვინაიდან გრძნობს ხალხის მოთხოვნებს.

ხალხს აინტერესებს, სად მიდის მათი თანხები და რაში იხარჯება ბიუჯეტის ფული. გახსოვთ მოწოდებები არისტოვიჩის, რომელსაც ჩვენი ომში ჩათრევა უნდოდა და რომელიც ფაქტობრივად სპიკერი იყო ამ რადიკალური ოპოზიციის ტელევიზიების. აბა მოუსმინონ ახლა, სადაა ის, რატომ არ იწვევენ ტელევიზიებში? საქართველო დაფასდა – ის, რომ ჩინეთის უმაღლესი ხელისუფლება იწვევს ჩვენი ქვეყნის პრემიერს, უწყობს მას მაღალი დონის შეხვედრებს და სტრატეგიული პარტნიორობის შესაძლებლობაზე ესაუბრება, ნიშნავს იმას, რომ მათ დაინახეს საქართველოს თანმიმდევრული პოლიტიკა, ქვეყნის ხელისუფლების მიერ გადადგმული დამოუკიდებელი ნაბიჯები. აქედან გამომდინარე შესაფასებელია ვინ დაიწყო „კრიახი“, ვინ არის აგენტურა, ვინ ცდილობს ჩინეთის დამუნათებას, მაგალითად, თინა ხიდაშელი, რომელსაც თითქოს ჩაბარებული აქვს ეს თემა. ამას მოყვა ერთგვარი პაუზა, თითქოს ელოდებოდნენ რა მითითებები იქნებოდა შემდგომში, მოეწონებოდა, თუ არა ეს ამერიკას ან ევროპას და მერე დაიწყო კბენები,“ – დასძინა მიხეილ ყაველაშვილმა.

მისი თქმით, წინა ხელისფლების მხრიდან დათმობის სხვა მაგალითებიც არსებობს.

„2008 წლის ომის შემდეგ ამერიკამ რუსეთთან დაიწყო დათბობის პოლიტიკა, საქართველომ კი რა ქნა მათი კარნახით? რუსეთმა წაგვართვა ტერიტორიები, ამდენი ზიანი მოგვაყენა, უამრავი ადამიანი დევნილად აქცია. საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ კი გახსნა საზღვრები, დაიწყო ტურისტების მიღება, ვიზების გაუქმება, სტრატეგიული ობიექტების გასხვისება, რატომ? იმიტომ, რომ ამერიკამ დაიწყო დათბობის პოლიტიკა, მიიღეს დავალება და მათაც იგივე გააკეთეს. ეს არის აგენტურა.

ჩვენი მოქალაქეები უკვე ინფორმირებულები არიან და ადვილად შიფრავენ ამ პროცესებს. ახლა მნიშვნელოვანია ვუთხრათ საზოგადოებას, მთავარი არის ის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო დამოუკიდებელი მოქმედება. საქართველო არ ჩაერთო უკრაინასთან ერთად ომში, არ ხტუნავს ცალ ფეხზე და ეს არ მოსწონთ. ვინაიდან ეს პროცესები არ ჩერდება, ზეწოლა კვლავ გაძლიერდება და ამიტომ, საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა. ეს ჯაშუში რადიკალური ოპოზიცია ვერ ისვენებს, არ მოისვენებს, განა ეს სტრატეგიული გადაწყვეტილებაა მათი, არა, ელოდებიან დაკვეთას. ახლა კანდიდატის სტატუსია სავაჭრო თემა. კერძოდ, მისი არმიღების შემთხვევაში, შეიძლება მოახდინონ ქაოსი, არეულობა. სურთ დაანახონ თავიანთ პატრონებს, რომ აქ არის ძალა, რომლითაც მოახერხებენ ხელისუფლების შეცვლა. ეს არის და ეს,“ – განაცხადა ყაველაშვილმა.

Back to top button