ირაკლი ღარიბაშვილი: უნგრელ ხალხს გაუმართლა, რომ ასეთ რთულ დროს, ასეთ არაპროგნოზირებად დროს უნგრეთს ყავს ასეთი ძლიერი და პატრიოტი ლიდერი, რომელიც მხოლოდ საკუთარი ქვეყნის ინტერესებს იცავს

მე არ შემიძელია არ ავღნიშნო ბატონი ვიქტორ ორბანის ღვაწლი აი ამ ნამდვილი პასეულობების, ტრადიციების დაცვაში, განმტკიცებასა და გაძლიერებაში, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

როგოეც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, უნგრელ ხალხს გაუმართლათ, რომ ასეთ რთულ დროს, ასეთ არაპროგნოზირებად დროს უნგრეთს ყავს ასეთი ძლიერი და პატრიოტი ლიდერი.

„აქვე მინდა ავღნიშნო, რომ განსაკუთრებით გვახარებს ის ფაქტი, რომ ჩვენს ქვეყნებს აერთიანებთ ტრადიციული და მარადიული ღირებულებების ერთგულება, რომლებმაც შეიძლება ითქვას გადამწყვეტი როლი ითამაშეს ჩვენი ისტორიის, კულტურის, ჩვენი იდენტობის შენარჩუნებაში და ზოგადად ყოველდღიური ცხოვრების ჩამოყალიბებაში. ეს მოიცავს რათქმაუნდა ჩვენი ქვეყნების სამშობლოსა და ჩვენი მრწამსის რელიგიისადმი ერთგულებას, ოჯახის სიწმინდის, ჩვენი ტრადიციების პატივისცემას და მე არ შემიძელია არ ავღნიშნო ბატონი ვიქტორ ორბანის ღვაწლი აი ამ ნამდვილი პასეულობების, ტრადიციების დაცვაში, განმტკიცებასა და გაძლიერებაში, მე უნგრეთში ვთქვი და მინდა გავიმეორო, რომ უნგრელ ხალხს გაუმართლათ, რომ ასეთ რთულ დროს, ასეთ არაპროგნოზირებად დროს უნგრეთს ყავს ასეთი ძლიერი და პატრიოტი ლიდერი, რომელიც მხოლოდ საკუთარი ქვეყნის ინტერესებს იცავს და ემსახურება საკუთარი ხალხის ინტერესებს”, – განაცხადა პრემიერმა.

Back to top button