ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამაა. ეს იქნება ამერიკულ უნივერსიტეტში არსებული ქართველოლოგიის პირველი ცენტრი. ეს, დიდი ხნის წინ უნდა მომხდარიყო, მე თუ მკითხავთ, – ამის შესახებ დევისის ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ალექსანდრა ვარკრუმ, ჰარვარდის უნივერსიტეტში ქართველოლოგიის პროგრამის საინაუგურაციო ღონისძიების შემდეგ განაცხადა.
“კავკასიისა და საქართველოს მნიშვნელობა, ამ ცივილიზაციათა გაცნობა, ამერიკელებისთვის აუცილებელია, რათა კარგად გააცნობიერონ რამდენად მნიშვნელოვან როლს თამაშობს საქართველო არა მარტო კულტურის სფეროში, არამედ ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში”, – აღნიშნა დევისის ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა.