ჯუანშერ ბურჭულაძე: დღეს ჩვენს ჯარისკაცებს გააჩნიათ მოდერნიზებული, ნატოს წევრი ქვეყნების დონის ინფრასტრუქტურა

„ჩვენ ვაგრძელებთ ჯარისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურული და ლოჯისტიკური საშუალებების განვითარებას. ეს ის აუცილებელი და მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომელიც განსაზღვრავს ჩვენი სამხედროების ღირსეული კვების, სამუშაო გარემოს და დასვენების პირობებს, სამხედრო ტექნიკისა და ქონების მოვლის სათანადო საშუალებებს“- განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა „მინისტრის საათის“ ფორმატში პარლამენტარებთან შეხვედრისას.

მინისტრის თქმით ინფრასტრუქტურის განახლებისა და მშენებლობის მიმართულებით ბოლო ოთხ წელიწადში 360 მილიონი ლარი დაიხარჯა.

„ჩვენ ამ ტენდენციას შევინარჩუნებთ და ყველა მცირე ზომის ლოკაციაზე, ბაზაზე და ბრიგადაში ნატოს სტანდარტის შესაბამისი ინფრასტრუქტურა გვექნება“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ „მინისტრის საათის“ ფორმატში საკანონმდებლო ორგანოში.

მისი განმარტებით, დღეს სამხედრო მოსამსახურეებს გააჩნიათ მოდერნიზებულ, ნატოს წევრი ქვეყნების დონის ინფრასტრუქტურა. „2024 წელს ამ მიზნით თავდაცვის ბიუჯეტში 100 მილიონი ლარი იქნება გამოყოფილი და გეგმაში გვაქვს ეს ტენდენცია შევინარჩუნოთ. ობიექტებს სჭირდება, მოვლა-შენახვა და სადაც ექსპლუატაციის ვადები გასულია, იმ ობიექტებზეც შევდივართ, რომ არსებული შენობების სარემონტო სამუშაოები ჩატარდეს“, – აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

ჯუანშერ ბურჭულაძემ კონკრეტულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრა.

„ვამაყობთ ჩვენი კადეტებით და ჩვენი მიზანია მეტი ახალგაზრდა გვყავდეს პატრიოტული სულისკვეთებით, სწორედ კადეტთა სამხედრო ლიცეუმზე გაზრდილმა მოთხოვნამ წარმოშვა

ლიცეუმის აშენების საჭიროება. კადეტთა სამხედრო ლიცეუმი თბილისში აშენდება, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოს დაფარავს“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

Back to top button