
„ქართული ოცნება“ რეგიონებში პარტიულ კონფერენციებს განაგრძობს. ზესტაფონში, თერჯოლასა და ტყიბულში დღეს გამართულ კონფერენციებზე ადგილობრივი ორგანიზაციების თავმჯდომარეები და ბიუროს წევრები აირჩიეს.
- „ქართული ოცნების“ ზესტაფონის ორგანიზაციას ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერი ვასილ გველესიანი უხელმძღვანელებს;
- თერჯოლის ორგანიზაციას – თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი, მანუჩარ რობაქიძე;
- ტყიბულის ორგანიზაციას – ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი დავით ჩერქეზიშვილი.
იმერეთის მხარეში პარტიული კონფერენციები 25 და 26 ოქტომბერსაც ჩატარდება. ხვალ კონფერენციები სამტრედიაში, ხონსა და წყალტუბოში გაიმართება.