„რამხელა წარმოდგენა აქვთ გახარიაზე, კაცზე, რომელიც არაფერს წარმოადგენდა და “ქართული ოცნების” ქოლგის ქვეშ მიაღწია უმაღლეს თანამდებობას. ამ ჩინურმა გახარიამ იქნებ გაგვახსენოს მისი ბოსის ქვეყნისთვის გაკეთებული კეთილი საქმეები, რომელიც არ არსებობს“-წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა პარტია „საქართველოსთვის“ წევრის კახა ქემოკლიძის განცხადების შესახებ, რომლის თქმითაც, „2020 წელს გიორგი გახარიას ბიძინა ივანიშვილზე მაღალი რეიტინგი ჰქონდა“.
ექსპერტი ქემოკლიძეს ურჩევს თვალი გაუსწოროს რეალობას, ნუ დაატოლებს ორი მხარდამჭერით დარჩენილ გახარიას ბიძინა ივანიშვილს, დასაცინად ნუ გაიხდის თავს.
„ამათ რომ ჰკითხო, ივანიშვილი, როგორც არაფორმალური მმართველი, რომელიც არსად არ ჩანს, არავის ეკონტაქტება, მართავს ქვეყანას. ამით რა გამოდის, რომ უჩინარ კაცს, მხოლოდ თავისი არსებობით, შეუძლია ქვეყნის მართვა? ე.ი. რამხელა ავტორიტეტზეა ლაპარაკი. ეს რომ კარგად იციან, იმიტომ არის რომ საქციელს კარგავენ.
რამხელა წარმოდგენა აქვთ გახარიაზე, კაცზე, რომელიც არაფერს წარმოადგენდა და “ქართული ოცნების” ქოლგის ქვეშ მიაღწია უმაღლეს თანამდებობას. ამ ჩინურმა გახარიამ იქნებ გაგვახსენოს მისი ბოსის ქვეყნისთვის გაკეთებული კეთილი საქმეები, რომელიც არ არსებობს. როგორ შეიძლება მოსკოვებიდან ჩამოსულ კაცს, რომელსაც ქართულ პოლიტიკასთან ახლოსაც არ გაუვლია “ქართული ოცნების” გარეშე რამისთვის მიეღწია, გამოჩნდა კიდეც, როგორც კი ჩამოშორდა ხელისუფლებას, ჩაეწერა აგენტურულ ქსელში, იქ დამთავრდა მისი კარიერა.
ვურჩევ ქემოკლიძეს თვალი გაუსწოროს რეალობას, ნუ დაატოლებს ორი მხარდამჭერით დარჩენილ გახარიას ბიძინა ივანიშვილს, დასაცინად ნუ გაიხდის თავს. რაც შეეხება 2024 წლის არჩევნებს, ასეთი ოპოზიციის პირობებში, მმართველი პარტია ისეთ უმრავლესობაში მოვა, რომელიც ჯერ არ ჰქონია.
ასე რომ დაველოდოთ, აღდგომა და ხვალეო, ნათქვამია“-წერს ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.