ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა ამერიკის ახალ ელჩთან ქალბატონ დანიგანთან, მინდა გაგიზიაროთ ჩემი შეხედულება და პირველი შთაბეჭდილება, რომელიც არის უაღრესად პოზიტიური, ამ ადამიანის მიმართ და მე მანამდეც ვთქვი და აღვნიშნე, რომ ჩვენ დიდი ოპტიმიზმით ველოდებოდით მის ჩამობრძანებას და მე ვფიქრობ, რომ მანამდე რაც იყო ეს ნეგატიური, ასე ვთქვათ უსიამოვნო ფაქტები, არ ემსახურებოდა არც ამერიკის და არც საქართველოს ინტერესებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიუსელში, ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, კიდევ უფრო მეტად გაძლიერდება ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა.
„პირველ რიგში მინდა ვთქვა რომ მე მქონდა ძალიან კარგი შეხვედრა ამერიკის ახალ ელჩთან ქალბატონ დანიგანთან, მინდა გაგიზიაროთ ჩემი შეხედულება და პირველი შთაბეჭდილება, რომელიც არის უაღრესად პოზიტიური, ამ ადამიანის მიმართ და მე მანამდეც ვთქვი და აღვნიშნე, რომ ჩვენ დიდი ოპტიმიზმით ველოდებოდით მის ჩამობრძანებას და მე ვფიქრობ, რომ მანამდე რაც იყო ეს ნეგატიური, ასე ვთქვათ უსიამოვნო ფაქტები, არ ემსახურებოდა არც ამერიკის და არც საქართველოს ინტერესებს, მე მინდა გამოვთქვა დიდი იმედი, დიდი ოპტიმიზმი იმისა, რომ ჩვენ გავაგრძელებთ ერთობლივად ძალიან ბევრი სასარგებლო პროექტების განხორციელებას, ჩვენ კიდევ უფრო მეტად გავაძლიერებთ ამერიკა-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას, ეს არის ჩემი როგორც პრემიერ მინისტრის ერთ ერთი მთავარი პრიორიტეტი და მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ აი ეს უსიამოვნო ასე ვთქვათ უსიამოვნო პრეცენდენტები აღარ განმეორდეს წინა ელჩის პირობებში რომელიც მიმნდინარეობდა, ასე რომ ჩვენ ძალიან დიდი ოპტიმიზმით ველოდებით და ვუყურებთ თანამშრომლობას ამერიკის ახალ ელჩთან და მინდა მას პირადად მადლობა ვუთხრა ასეთი კარგი დასაწყისისთვის და იმედი მაქვს და მინდა გამოვხატო ჩემი ოპტიმიზმი, რომ ასე გაგრძელდება და კიდე უფრო მეტად გავაძლიერებთ ჩვენს მეგობრობას და პარტნიორობას, ამერიკას რა თქმა უნდა ჩვენთვის აქვს უაღრესად დიდი მნიშვენლობა, როგორც ნომერ პირველი სტრატეგიული პარტნიორი, საქართველოს სჭირდება მხოლოდ მეგობრები, ძლიერი მეგობრები, ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, გვაქვს ძალიან ბევრი გამოწვევები, ამიტომ ყოველგვარი ნეგატიური ასე ვთქვათ უსიამოვნო ურთიერთობებში თუ რაიმე ხდებოდა უნდა დავივიწყოთ, ჩავაბაროთ წარსულს და ვიფიქროთ მომავალზე, აი ეს არის ჩემი სურვილი და ჩვენი ყველას სურვილი”, – განაცხადა პრემიერმა.