საბერძნეთის პრემიერ-მინისტრთან საქართველო-საბერძნეთის თანამშრომლობის შესახებ
ნაყოფიერი საუბარი მქონდა-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს.
“საბერძნეთის პრემიერ-მინისტრთან საქართველო-საბერძნეთის თანამშრომლობის შესახებ
ნაყოფიერი საუბარი მქონდა. ვაფასებ საბერძნეთის მხრიდან ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერას. ჩვენ კიდევ გვაქვს უზარმაზარი პოტენციალი სხვადასხვა სექტორში ურთიერთობების გასაფართოებლად, განსაკუთრებით ვაჭრობის, ეკონომიკისა და ტურიზმის მიმართულებით”,-წერს ირაკლი ღარიბაშვილი.