შეხვედრა ე.წ გუმათჰესის სკვერში გაიმართა, რომლის რეაბილიტაციაც მიმდინარეობს და მალე, სამგორს კიდევ ერთი ახალი რეკრიაციული სივრცე შეემატება.
შეხვედრაზე დეტალურად ისაუბრეს იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელიც ქვემო სამგორში განხორციელდა. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მოსახლეობას კახი კალაძის გუნდის მომავალი 4 წლის სამოქმედო გეგმა გააცნო.
ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის აღნიშნულ უბნებზე ამ ეტაპისთვის ძირითად გამოწვევად, წყალანირების ქსელის რეაბილიტაცია, საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგება, მოსასვენებელი სივრცეებისა და ფიტნეს ზონების მოწყობა წარმოადგენს.
აღსანიშნავია, რომ ქვემო სამგორში გასული ოთხი წლის განმავლობაში 15-ზე მეტი მსხვილი და საშუალო ინფრასტრუქტურული პროექტი, ხოლო ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში 42 პროექტი განხორციელდა. მოწესრიგდა შიდა გზები, ჩატარდა კორპუსების დაზიანებული სახურავების სრული რეაბილიტაცია, აშენდა 4 მინი სტადიონი.
შეხვედრებს რევაზ სოხაძესთან ერთად, საქართველოს პარლამენტის წევრი, სამგორის მაჟორიტარი დეპუტატი სოზარ სუბარი, საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი ზარქუა და სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე ესწრებოდნენ.