კონსერვატორიაში მევიოლინეთა და პიანისტთა შესარჩევი მოსმენა გაიმართა

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში გაიმართა მევიოლინეთა და პიანისტთა შესარჩევი მოსმენა.

მოსმენა ჩატარდა უნგრეთის ეროვნული ფილარმონიის ორკესტრის საერთაშორისო საკონცერტო 2024-25 წწ სეზონში მონაწილეობის მისაღებად, სადაც ესწრებოდა უნგრეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ანა მარია შიკო.

აღნიშნული პროექტის შეთანხმება მოხდა კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის ელისო ბოლქვაძის ბუდაპეშტში საპარლამენტო სამუშაო ვიზიტის დროს.

კონსერვატორიის სტუდენტებისთვის ბუდაპეშტის ორკესტრთან ერთად მონაწილეობა წარმოადგენს ახალ შესაძლებლობებს მსოფლიო ასპარეზზე და შემოქმედებითი ნიჭის გამოვლინებას.

Back to top button