ეკა სეფაშვილი: ოპოზიციამ დაინახა, რომ სტატუსის მონიჭების ალბათობა მნიშვნელოვნად გაიზარდა და შეცვალა რიტორიკა

ოპოზიციის შეცვლილი რიტორიკის მიზეზებზე საუბრობს ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ წევრი ეკა სეფაშვილი და აცხადებს, რომ სტატუსის მონიჭების ალბათობის ზრდასთან ერთად, ოპოზიცია თვითლუსტრაციას ახდენს.

„ოპოზიციამ დაინახა, რომ სტატუსის მონიჭების ალბათობა მნიშვნელოვნად გაიზარდა და შეცვალა რიტორიკა. ახლა ისინი ამბობენ, რომ ამ სტატუსს დიდი არაფერი მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის, ან ამბობენ, რომ მისი მიღების შემდეგ, ბევრი არაფერი შეიცვლება და ა.შ. ანუ, ნარატივი რადიკალურად შეცვალეს იქიდან გამომდინარე, რომ ცდილობენ ისევ ოპოზიციურ მდგომარეობაში იყვნენ ხელისუფლების მიმართ.

რეალურად, ეს არის ევროინტეგრაციისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი. გადამწყვეტია ის რეფორმები, რომელსაც საქართველო ახორციელებს,“ – დასძინა ეკა სეფაშვილმა.

Back to top button