ნინო ფოჩხუა FARA-ს ანგარიშებზე: თურმე, ვინ ყოფილან, იან კელი, კრის სოჩა, ჯიმ რიში, დაიმონ ვილსონი, ატლანტიკური საბჭო, ჯოშ როგანი, ვისაც მეგობრებად გვასაღებენ ოპოტელევიზიები

ექსპერტი ნინო ფოჩხუა აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმად, აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში, იან კელი, აშშ-ის სენატის წარმომადგენელი კრის სოჩა, სენატორი ჯიმ რიში და სხვები, მიხეილ სააკაშვილის სასარგებლოდ ლობისტურ საქმიანობას ახორციელებენ.

„ფული ჯოჯოხეთს ანათებსო, ნათქვამია და მიშას ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში ჩართვა, რა პრობლემაა? აი თურმე ვინ ყოფილან, ვისაც მეგობრებად გვასაღებენ ოპოტელევიზიები, იან კელი, კრის სოჩა, ჯიმ რიში, დაიმონ ვილსონი, ატლანტიკური საბჭო, ჯოშ როგანი, ჟურნალისტი და ა.შ. ეს არ არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ამერიკა, ნამდვილი ამერიკა სულ სხვაა. ახალი ელჩის პირობებში, იმედია ყველაფერი სასიკეთოდ დალაგდება და საქართველო დაიკავებს ღირსეულ ადგილს მსოფლიო თანამეგობრობაში“ – წერს ნინო ფოჩხუა Facebook-ზე.

ფოჩხუა იმედს გამოთქვამს, რომ ახალი ელჩის პირობებში, ორ ქვეყანას შორის ყველაფერი სასიკეთოდ დალაგდება, ვინაიდან, სტრატეგიული პარტნიორი ამერიკა და ლობისტები ერთმანეთისგან განსხვავდებიან.

Back to top button