საფრანგეთის პარლამენტის დაზვერვის დელეგაციამ (DPR) დაადგინა, რომ რუსეთი, ჩინეთი, თურქეთი და ირანი ლიდერები არიან საფრანგეთსა და ევროპაში საგარეო ჩარევის თვალსაზრისით. თუმცა, მოკავშირე აშშ ასევე აქტიურადაა დაკავებული ამგვარი საქმიანობით – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, ფრანგი პარლამენტარების რეკომენდაციების თანახმად, აუცილებელია გარე ჩარევისგან თავის დაცვა, შესაბამისად, შესაძლოა, აშშ-ში მოქმედი FARA-ს კანონის ევროპული ვარიანტი შეიქმნას.
“ციკლიდან – არა “რუსულ კანონს”! საფრანგეთის პარლამენტის დაზვერვის დელეგაციამ (DPR) დაადგინა, რომ რუსეთი, ჩინეთი, თურქეთი და ირანი ლიდერები არიან საფრანგეთსა და ევროპაში საგარეო ჩარევის თვალსაზრისით. თუმცა, მოკავშირე აშშ ასევე აქტიურადაა დაკავებული ამგვარი საქმიანობით. უცხოური ჩარევის მიმართულებები: – საზოგადოებრივი ორგანიზაციების შექმნა. – ანალიტიკური ცენტრების შექმნა. – ახალი ამბებით მანიპულირება. – უნივერსიტეტების დაფინანსება. – ყოფილი მაღალჩინოსნების გამოყენება.
ფრანგი პარლამენტარების რეკომენდაციებია: აუცილებელია დავიცვათ თავი ამგვარი ჩარევისგან და შევიმუშაოთ კონტრდაზვერვითი ინსტრუმენტები, რომლებიც თავსებადია ჩვენი დემოკრატიული ღირებულებების პატივისცემასთან. სავალდებულო გახდეს იმ აქტორებისთვის, რომლებიც გავლენას ახდენენ საფრანგეთის საზოგადოებრივ ცხოვრებაზე უცხო სახელმწიფოს სახელით, დარეგისტრირდნენ და დაექვემდებარონ ეთიკურ ვალდებულებებს აშშ-ს უცხოელი აგენტების რეგისტრაციის მიხედვით (FARA). საფრანგეთში ad hoc სისტემის შემოღებამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს ევროპული FARA-ს შექმნა” – წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.