შეიძლება პატარა ქვეყანა ვიყოთ, მაგრამ ყოველთვის გაცილებით დიდი წვლილი შეგვქონდა საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში, თან ჩვენი მოკავშირეების გვერდით ვიბრძოდით მსოფლიოში ტერორიზმისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს 76-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ასე მოხდა ავღანეთში, სადაც 32 მამაცი ჯარისკაცი დაიღუპა, ხოლო ბევრი სხვა დაიჭრა და დაშავდა მშვიდობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლაში.